
ჩვენს შესახებ
საბავშვო ბაღი ანბანელა "Super Kids"
ორი ათეული წელია ანბანელა ქმნის გარემოს, სადაც ბავშვები თავს ლაღად, თავდაჯერებულად და ბედნიერად გრძნობენ.
ჩვენი მიზანია, ბავშვი აღვზარდოთ და განვავითაროთ ფსიქოლოგიურად ჯანსაღ, ბედნიერ გარემოში, რომელიც მას ღირსეულ, სრულფასოვან პიროვნებად აყალიბებს.
ხედვა
ჩვენ კვალიფიციური და განვითარებაზე ორიენტირებული აღმზრდელ-პედაგოგებისა და ადმინისტრაციის დახმარებით, ვზრუნავთ აღსაზრდელების ხარისხიან განათლებაზე.
ვქმნით თანასწორ და ღია ურთიერთობებზე დაფუძნებულ პარტნიორობას მშობლებთან, რაც ხელს უწყობს ბავშვის სრული პოტენციალის გამოვლენას.
აქტიურად ვსწავლობთ მსოფლიოს წამყვან და მეცნიერულად დადასტურებულ საგანმანათლებლო მიდგომებს, რათა ერთობლივი ძალისხმევით ხელი შევუწყოთ ბავშვების ჯანსაღ, მრავალმხრივ განვითარებას.
პრიორიტეტები
ჩვენი ბაღის მთავარი ღირებულებები ქმნის საფუძველს ყოველდღიური საქმიანობისთვის და გვაძლევს შესაძლებლობას, ბავშვების კეთილდღეობაზე, განათლებასა და განვითარებაზე ერთიანად ვიზრუნოთ.
ჩვენი პრიორიტეტებია
-
გავხადოთ ბავშვი ლაღი, ბედნიერი და თავდაჯერებული აქ და ამჟამად
-
შევთავაზოთ მაპროვოცირებელი, პროგნოზირებადი ფიზიკური გარემო, სადაც სხვადასხვა სივრცეების დახმარებით, შეძლებს ინტერესების დაკმაყოფილებას და ჰოლისტურ განვითარებას
-
შევუქმნათ უსაფრთხო და ჯანსაღი გარემო, სადაც თავს დაცულად და ბედნიერად იგრძნობს
-
ბაღში მოსვლის პირველი დღეები ვაქციოთ პოზიტიურ გამოცდილებად
-
კომპეტენტური სპეციალისტების დახმარებით შევქმნათ თითოეული აღსაზრდელის ტრანზიციის ინდივიდუალური გეგმა, რათა ბაღში გატარებული პირველი დღეები უკავშირდებოდეს დადებით ემოციებს
-
ღია კომუნიკაცია მშობლებთან, სწორი მიზნების და სტრატეგიების დაგეგმვა და გამოყენება ბავშვის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით
კურიკულუმის მიზნები
ჩვენს მიერ შერჩეული კურიკულუმი „თამაში 2-5 წლამდე/შერეული ასაკობრივი ჯგუფებისთვის და სასკოლო მზაობის პროგრამა „თამაში“, ხელს უწყობს ბავშვებში სახელმწიფო სტანდარტით განსაზღვრული კომპეტენციების (ცოდნის, უნარების, ღირებულებების) ჩამოყალიბებას და ბავშვების ჰოლისტურ განვითარებას.
კურიკულუმი ასევე უზრუნველყოფს ბავშვების კეთილდღეობას, აძლევს ბავშვს არჩევანის თავისუფლებას და გადაწყვეტილების მიღების საშუალებას საკუთარი ინტერესებისა და შესაძლებლობების შესაბამისად, ამასთან, უზრუნველყოფს სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვების მონაწილეობას და ჩართულობას საგანმანათლებლო პროცესში.


